2. საწყობებში სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვისას დასაშვებია ელექტროგანათება, ხოლო საწყობში ნავთის ფარნის, ლამპების, ჩირაღდნების, სანთლებისა და ღია ალით, აგრეთვე თხევადი საწვავის გამოყენებით გასანათებელი ხელსაწყოების გამოყენება დაუშვებელია.
3. აკრძალულია თამბაქოს მოწევა სასაწყობო სათავსოების შიგნით და საწყობების ტერიტორიაზე.
4. სათავსოებში, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, დაუშვებელია საწვავის და ადვილადაალებადი მასალის შენახვ