2. მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის საწყობის და ლითონის კარადების გასაღებების მეორე ეგზემპლარები მუდმივად ინახება სამინისტროს ადმინისტრაციის საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს ოპერატიულ–სამორიგეო სამსახურში. ამ ეგზემპლარების გაცემა გასაღებების დაკარგვის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ მინისტრის ან უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის თანხმობით (კარის გახსნა ხდება კომისიური წესით). გასაღების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საწყობისა და საიარაღო ოთახის კარების გახსნა დასაშვებია კომისიური წესით შეიარაღების სამმართველოს უფროსის (მოადგილე) თანხმობით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სათადარიგო გასაღებების (ორიგინალი) საშუალებით, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერები