2. მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობის, საიარაღო ოთახისა და მათში განთავსებული სეიფების და ლითონის კარადების გასაღებების მეორე ეგზემპლარები მუდმივად ინახება სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებისა და  ტერიტორიული ორგანოების ოპერატიულ–სამორიგეო დანაყოფებში; აღნიშნული ეგზემპლარების გაცემა დასაშვებია მხოლოდ გასაღებების დაკარგვის შემთხვევაში დანაყოფის უფროსის თანხმობით (კარების გახსნა ხდება კომისიური წესით). გასაღებების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საწყობისა და საიარაღო ოთახის კარების გახსნა დასაშვებია კომისიური წესით დანაყოფის უფროსის (მოადგილე) თანხმობით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გასაღებების (ორიგინალი) საშუალებით, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერებით.

4. საწყობისა და საიარაღო ოთახის კარების კომისიური წესით გახსნის შემდეგ, შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია  შეადაროს სააღრიცხვო მონაცემები და ადგილზე არსებული ფაქტობრივ მდგომარეობასთან, შეადგინოს აქტი და აღნიშნულის თაობაზე მოახსენოს დანაყოფის უფროს