2. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გაღება დასვენების (უქმე) დღეებში და ღამით ხორციელდება მხოლოდ ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

3. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გაღების (დახურვის) წინ უნდა შემოწმდეს ბეჭდის (ლუქის), შემოღობვის, სიგნალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების, კარებისა და საკეტების მდგომარეობა. საეჭვო ვითარების ან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ქვედანაყოფის მორიგეს, ყარაულის უფროსს და ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.

4. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გაღება პასუხისმგებელი პირის გარეშე დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში არანაკლებ სამი წევრისაგან შემდგარი კომისიის თანდასწრებით და  ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით,  რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერებით. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის კარების კომისიური წესით გახსნის შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეადაროს სააღრიცხვო მონაცემები ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, შეადგინოს აქტი და აღნიშნულის თაობაზე მოახსენოს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. კომისიის მიერ შემუშავებულ აქტში უნდა აისახოს საწყობისა და საიარაღო ოთახის გაღების არგუმენტირებული მიზეზი (საფუძველი), გაღების თარიღი და ადგილი, ქონების დასახელება, ასევე მისი გამცემის და მიმღების დასახელება. ხელმოწერილი და დამტკიცებული აქტის ორი ეგზემპლარიდან ერთი ეგზემპლარი რჩება შენახვის ადგილზე (სეიფში, ოთახში, საწყობში და ა.შ.), მეორე ეგზემპლარი – ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან. შენახვის ადგილი იკეტება და ილუქება გამღები პირის ლუქით, რომლის ნომერი ასევე მითითებული უნდა იყოს აქტში. პასუხისმგებელმა პირმა კომისიის მიერ დაკეტილი და დალუქული შენახვის ადგილი უნდა გააღოს მხოლოდ იმავე კომისიის თანდასწრებით და შედეგები მოახსენოს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.

თავი V

იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახ