2. ქვედანაყოფის მმართველობისა და შტაბის მოსამსახურეებზე მიმაგრებული (განპიროვნებული) იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს ქვედანაყოფის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში ან ქვედანაყოფის მორიგესთან რკინის კარადებში (სეიფებში), რომლებიც უნდა იკეტებოდეს და ილუქებოდეს. პისტოლეტების საბრძოლო მასალა ინახება იმავე კარადებში (სეიფებში) პისტოლეტებთან ერთად. კარადების (სეიფების) და საბრძოლო მასალების ყუთების გასაღებები ინახება სამხედრო ნაწილის მორიგესთან. გასაღებების გადაცემა სხვა პირებზე აკრძალულია, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კარადები (სეიფები) ილუქება ქვედანაყოფის მორიგის ლუქით.

3. ქვედანაყოფში არსებული სასწავლო და სპორტული იარაღი, უნდა ინახებოდეს საბრძოლო იარაღისგან განცალკევებით, რაოდენობის სიმცირის ან ცალკე შენახვის შესაძლებლობების არარსებობის დროს დასაშვებია მათი ერთობლივი შენახვაც. ამ შემთხვევაში შენახვის ადგილი უნდა აღინიშნოს წარწერით „სასწავლო იარაღი“ ან „სპორტული იარაღი“. სპორტული იარაღის საბრძოლო მასალები უნდა ინახებოდეს საბრძოლო მასალებთან ერთად. სასწავლო და სპორტული იარაღის გაცემისა და მიღების წესები იდენტურია საბრძოლო იარაღისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთა