2. დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების, ხელყუმბარების ფალიის, პიროტექნიკური საშუალებების ჰერმეტული დაგმანვის გახსნა გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა.
3. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში ჰერმეტულ მდგომარეობაში მყოფი საბრძოლო მასალა საკონტროლო-ტექნიკურ დათვალიერებას არ ექვემდებარება. დათვალიერება ხდება მხოლოდ ყუთების გარეგანი გამართულობის თვალსაზრისით.
4. საბრძოლო მასალების შესანახ ყუთებში მოთავსებული აღწერები უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას საბრძოლო მასალების რაოდენობაზე, დამამზადებელი ქარხნისა და გამოშვების თარიღზე.
5. ქვედანაყოფის ცეცხლსასროლი იარაღისათვის, საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების 50% განთავსებული უნდა იყოს საშტატო სავაზნე კოლოფებში, რომლის გამართულ მდგომარებაზე პასუხს აგებს უშუალო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. სავაზნე კოლოფების ზამბარების მოდუნებისაგან დასაცავად საჭიროა მათი პერიოდული გადატენა, რაც ხორციელდება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. საბრძოლო მასალების ტექნიკური დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს სავაზნე კოლოფების გამართული მდგომარეობა და გადატენის ოპერაციის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ კვირა