2. საწყობში (საცავში) და საიარაღო ოთახში შენახვაზე განთავსებული ყველა სახის იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა იყოს საქარხნო ნომრების, ხოლო ასეთის არარსებობისას რაოდენობის მიხედვით აღრიცხული.
3. საწყობში (საცავში) საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს იარაღისაგან განცალკევებით სხვა საწყობში (საცავში). ის ყუთები, რომლებიც გამოიყენება მიმდინარე საჭიროებათა უზრუნველყოფისთვის შეიძლება იყოს არასრული. აღნიშნული ყუთები ასევე უნდა იყოს დაკეტილი და დაბეჭდილი საწყობის (საცავის) უფროსის ლუქით. არასრულ ყუთებში თავსდება იარლიყი საბრძოლო მასალების დარჩენილი ნაწილის მითითები