ა) შიდა მოწყობილობის ინვენტარისა და ინსტრუმენტების ნუსხა;

ბ) საწყობის (საცავის) პასპორტი;

გ) მატერიალური ქონების დათვალიერების ჟურნალი;

დ) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალი;

ე) საწყობის (საცავის) მატერიალური საშუალებების განთავსების სქემა;

ვ) შენახვაზე არსებული მატერიალური საშუალებების ევაკუაციის სქემა;

ზ) ინსტრუქცია ხანძარსაწინააღმდეგო ზომების შესახებ;

თ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები;

ი) ფანარი შეზღუდული ხედვის პირობებში მუშაობის უზრუნველსაყოფად.

2. საიარაღო ოთახში თვალსაჩინო ადგილას, დოკუმენტაციის დაფაზე განთავსდება:

ა) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და დაცვის წესები;

ბ) ინსტრუქცია ხანძარსაწინააღმდეგო ზომების შესახებ;

გ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ევაკუაციის სქემა;

დ) იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოწმების გეგმა-გრაფიკი;

ე) ინსტრუქცია იარაღის გაწმენდისა და დაზეთვის შესახებ;

ვ) იარაღის გაწმენდის საშტატო და არასაშტატო (ხელნაკეთი) საკუთვნოების და ხელსაწყოების ნიმუშები, მათი გამოყენების აღწერით.

3. დოკუმენტაციის დაფის ქვედა ნაწილში უნდა გამოიყოს ადგილი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტების, ჟურნალებისა და წიგნებისათვის.

4. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვისას დასაშვებია ელექტროგანათება. დაუშვებელია ღია ალით, აგრეთვე თხევადი საწვავის გამოყენებით გასანათებელი ხელსაწყოების გამოყენება.

5. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში დაუშვებელია საწვავის და ადვილად აალებადი მასალის შენახვ