2. ქვედანაყოფის საწყობიდან (საცავიდან) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემა ხორციელდება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
3. ქვედანაყოფის სამორიგეოდან იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა წარმოებს ქვედანაყოფის მორიგის მიერ, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნში შესაბამისი გაფორმებით.
4. მორიგე ქვედანაყოფის პირად შემადგენლობაზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემა ხორციელდება ქვედანაყოფის მორიგის განკარგულებით, შესაბამისი ქვედანაყოფის შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
5. მოსამსახურეზე, სამსახურებრივ მივლინებაში წარგზავნისას ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (სარდალი/მეთაური/უფროსი) ბრძანებით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაიცეს იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. ამ შემთხვევაში მივლინების ბრძანებაში და სამივლინებო ფურცელში მიეთითება იარაღისა და აღჭურვილობის სახეობა, საქარხნო ნომერი, საბრძოლო მასალების სახეობა და რაოდენობა. მივლინების ადგილზე იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დროებით შენახვაზე ჩაბარდეს ქვედანაყოფის საიარაღო ოთახში. სხვა ქვედანაყოფიდან მოვლენილი მოსამსახურეების იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დროებითი შენახვისათვის, ქვედანაყოფში გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე პირამიდა ან პირამიდაში ცალკე ადგილი. იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა დროებით შენახვაზე მიიღება დროებით სარგებლობაში გაცემული და მიღებული მატერიალური საშუალებების აღრიცხვის წიგნი