ა) წიგნები;
ბ) ჟურნალები;
გ) ზედდებულები;
დ) ბარათები;
ე) უწყისები;
ვ) აქტები;
ზ) სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების მონაცემები, დადასტურებული სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით, წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის აღრიცხვის დოკუმენტს.
3. მატერიალური საშუალებების აღრიცხვისა და მოძრაობის წიგნი (დანართი №1, ფორმა №27) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის და ბრუნვის ჩანაწერებისათვის. მასში აისახება ქვედანაყოფზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ჯამური რაოდენობა, აგრეთვე ამ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებზე რიცხული და გასარემონტებელი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მონაცემები.
4. იარაღისა და ტექნიკის მიმაგრებისა და ნომრების მიხედვით აღრიცხვის წიგნი (დანართი №2, ფორმა №28) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სანომრე აღრიცხვისა და ქვედანაყოფებზე მიმაგრების შესახებ ინფორმაციის ასახვისათვის.
5. ნომრებისა და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით აღრიცხვის წიგნი (დანართი №
3, ფორმა №
31) განკუთვნილია ტექნიკაზე, საფორთიფიკაციო ნაგებობებზე და საცეცხლე წერტილებზე დამონტაჟებული იარაღისა და აღჭურვილობის აღრიცხვისათვის.
6. ქვედანაყოფებში სახეზე არსებული მატერიალური ქონების მოძრაობის აღრიცხვის წიგნი (დანართი №
4, ფორმა №
26, ფორმა №
26ა) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წარმოებისათვის.
7. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნი (დანართი №
5) განკუთვნილია პირად შემადგენლობაზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მათი მიღების აღრიცხვისათვის.
8. პირად შემადგენლობაზე იარაღისა და აღჭურვილობის მიმაგრების უწყისი (დანართი №
6) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის პირად შემადგენლობაზე მიმაგრების (განპიროვნების) აღრიცხვისათვის.
9. დროებით სარგებლობაში გაცემული და მიღებული მატერიალური საშუალებების აღრიცხვის წიგნი (დანართი №
7, ფორმა №
37) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დროებით სარგებლობისთვის გაცემისა და შესანახად მიღების აღრიცხვისათვის.
10. მიღება-ჩაბარების უწყისი (დანართი №
8, ფორმა №
9) განკუთვნილია ქვედანაყოფების მიერ გაცემული საბრძოლო მასალების აღრიცხვის, მათი ხარჯვისა და უკან დაბრუნების კონტროლისათვის.
11. საავტომობილო ტექნიკაზე დატვირთული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შენახვის, კონტროლისა და მძღოლების პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მიმყოლი ფურცელი (დანართი №
9, ფორმა №
62) განკუთვნილია საავტომობილო ტექნიკაზე დატვირთული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და კონტროლის აღრიცხვისათვის, ასევე საავტომობილო ტექნიკაზე მიმაგრებული მძღოლების პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.
12. საბრძოლო ტექნიკისათვის განსაზღვრული საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების ჩალაგების (ჩაწყობის) უწყისი (დანართი №
10, ფორმა №
63) განკუთვნილია საბრძოლო ტექნიკისათვის განსაზღვრული საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების ჩალაგების (ჩაწყობის) აღრიცხვისათვის.
13. კატეგორირებული საშუალებების აღრიცხვის ბარათი (დანართი №
11, ფორმა №
43) განკუთვნილია საწყობებში კატეგორირებული იარაღის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წარმოებისათვის.
14. საიარაღო ოთახში, საწყობში (საცავში) არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნუსხა (დანართი №
12, ფორმა №
65) განკუთვნილია საიარაღო ოთახებში განთავსებულ შესანახ ყუთებში, პირამიდებში და კარადებში (მათი საინვენტარიზაციო ნომრების აღრიცხვით) განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის. იგი მოთავსებული უნდა იყოს ჩარჩოში და შევსებული სახით მაგრდება საიარაღო ოთახის, საწყობის (საცავის) კედელზე შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს.
15. პირამიდაში განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნუსხა (დანართი №
13) განკუთვნილია პირამიდაში განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის.
16. ქვედანაყოფის მმართველობის მოსამსახურეთა კარადაში (სეიფში) განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნუსხა (დანართი №
14) განკუთვნილია ქვედანაყოფის მმართველობის მოსამსახურეთა კარადაში (სეიფში) განთავსებული შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის.
17. მჭიდების გადატენის გრაფიკი (დანართი №
15) განკუთვნილია ქვედანაყოფებში არსებული იარაღის მჭიდების გადატენის თარიღების დადგენისა და გადატენაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის.
18. იარაღის შესანახი პირამიდის (კარადის, ყუთის, სეიფის) იარლიყი და საბრძოლო მასალის შესანახი კარადის (ყუთის) იარლიყი (დანართი №
16) განკუთვნილია პირამიდის, კარადის, ყუთის, სეიფის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირის განსაზღვრისათვის.
19. პირამიდაში, კარადაში, სეიფში და ყუთში იარაღის განთავსების ადგილის მიმანიშნებელი იარლიყი (დანართი №
17) განკუთვნილია პირამიდაში, კარადაში, სეიფში შენახული იარაღის განთავსების ადგილის მისანიშნებლად.
20. ყუთში შენახული საბრძოლო მასალის ნუსხა (დანართი №
18) განკუთვნილია ყუთში შენახული საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის.
21. საყარაულო შენობაში განთავსებული საბრძოლო მასალების შენახვაზე განთავსების აქტი (დანართი №
19) განკუთვნილია სამხედრო ნაწილებში საყარაულო შენობაში შენახვაზე განთავსებული საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისათვის.
22. განაცხადი (სროლებისათვის საბრძოლო მასალის გამოყოფის შესახებ) (დანართი №
20) განკუთვნილია სასწავლო სროლებისათვის საჭირო საბრძოლო მასალების მოთხოვნისათვის.
23. საწყობის (საცავის) პასპორტი (დანართი №
21) განკუთვნილია საწყობის (საცავის) ტექნიკური მონაცემების დასაფიქსირებლად.
24. შტაბელის იარლიყი (დანართი №
22) განკუთვნილია საწყობში (საცავში) შტაბელებად განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მონაცემების დასატანად.
25. საწყობში (საცავში) შესვლის და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №
23) განკუთვნილია საწყობში (საცავში), შესვლისა და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის წარმოებისათვის.
26. დაკარგული იარაღის აღრიცხვის ბარათი (დანართი №
24) განკუთვნილია დაკარგული იარაღის აღრიცხვის წარმოებისათვის.
27. დაკარგული საბრძოლო მასალის აღრიცხვის ბარათი (დანართი №
25) განკუთვნილია დაკარგული საბრძოლო მასალის აღრიცხვის წარმოებისათვის.
28. თანრიგების მიხედვით ერთი და იმავე საწყობში (საცავში) საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შენახვის გრაფიკი (დანართი №
26) განკუთვნილია ერთი და იმავე საწყობში (საცავში) საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შენახვის მოწესრიგებისათვის.
29. საწყობის (საცავის) და მატერიალური ქონების დათვალიერების ჟურნალი (დანართი №
27, ფორმა №
1) განკუთვნილია საწყობის (საცავის) და მატერიალური ქონების დათვალიერების შესახებ ჩანაწერების წარმოებისათვის.
30. იარაღისა და საბრძოლო მასალის ტექნიკური და საბრძოლო დათვალიერების ჟურნალი (დანართი №
28, ფორმა №
2) განკუთვნილია იარაღისა და საბრძოლო მასალის ტექნიკური და საბრძოლო დათვალიერების შესახებ ჩანაწერების წარმოებისათვის.
31. იარაღის ბარათი (დანართი №
29) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის პირად შემადგენლობაზე სწრაფი და დროული გაცემისათვი