ა) ქვედანაყოფი –

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეული და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეული და  სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ბ) მოსამსახურე –

სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირი;

გ) იარაღი და საბრძოლო მასალა – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  იარაღი და საბრძოლო მასალა;

დ) აღჭურვილობა –

ყველა სახის ოპტიკური, ღამის და სითბური ხედვის ხელსაწყოები, მანძილმზომები, ვაზნების სატენი, იარაღის მაკომპლექტებელი და საკუთვნო საშუალებები;

ე) საწყობი (საცავი) – ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაცული, ქვედანაყოფების ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, აგრეთვე საიდანაც ხდება მათი პირველადი გაცემა უფლებამოსილ ქვედანაყოფებზე;

ვ) საიარაღო ოთახი – ქვედანაყოფებში არსებული ოთახი, სადაც იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ინახება პირველადი გადაცემის შემდეგ და საიდანაც ხორციელდება მათი მიღება-გაცემა მოსამსახურეებზე.

თავი II

იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხ