1. სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვის მიზნით, ქვედანაყოფში არსებული იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ექვემდებარება აღრიცხვას, რაც გულისხმობს სააღრიცხვო მონაცემებში ჩანაწერების წარმოებას, მათი ბრუნვის მიზნობრიობის განსაზღვრას  და რაოდენობრივი პარამეტრების დადგენილი საზომი ერთეულებით (ცალი ან/და კომპლექტი) და ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვას.

2. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა უნდა იყოს დროული, სრული, ოპერატიულად ხელმისაწვდომი და ზუსტი. იგი ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოთხოვნების მიხედვით და ზუსტად უნდა ასახავდეს სამინისტროს სისტემაში არსებული შეიარაღების, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის  ფაქტობრივ და ტექნიკურ მდგომარეობას.