2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხორციელდება ქვედანაყოფის საიარაღო ოთახიდან იარაღის შემცვლელი ბარათების საფუძველზე. გაცემისა და ჩაბარების ფაქტი დასტურდება შესაბამის სააღრიცხვო დოკუმენტში მიმღების ხელმოწერით.
3. იარაღის მიღება-გაცემის შემთხვევაში ხელმძღვანელები კონტროლს უნდა უწევდნენ დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ მხოლოდ მათზე მიმაგრებული (განპიროვნებული) იარაღის მიღება-ჩაბარებას.
4. სამსახურებრივი დავალების შესრულების ან სავარჯიშო სროლების დასრულების შემდგომ იარაღი და ნარჩენი საბრძოლო მასალა დაუყოვნებლივ ბარდება ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის მორიგეს. ქვედანაყოფის სამორიგეოში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დაბრუნების შეფერხებისას, ქვედანაყოფის მორიგე თითოეული ფაქტის შესახებ აცნობებს ქვედანაყოფის ხელმძღვანელ