2. საწყობში (საცავში) და საიარაღო ოთახში კარები უნდა იყოს დაკეტილი და დალუქული. გასაღები უნდა ინახებოდეს ქვედანაყოფის მორიგესთან (აკრძალულია სხვა პირებზე მათი გადაცემა), ხოლო სათადარიგო გასაღები უნდა მოთავსდეს სპეციალურ დალუქულ ყუთში (პენალში) და უნდა ინახებოდეს ქვედანაყოფის მეთაურის სეიფში ან ქვედანაყოფის საიდუმლო ნაწილში. გასაღების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ.

3. საიარაღო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკური დათვალიერებისა და მომსახურების ღონისძიებების ჩატარების თვალსაზრისით. იარაღის გაწმენდისათვის მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური მაგიდები. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იარაღის ტექნიკური მომსახურებისა და საწმენდი მოწყობილობების განთავსება, მაშინ ტექნიკური მომსახურებისა და წმენდის ოთახი ეწყობა ცალკე.

4. საწყობი (საცავი) შესაძლებელია დამატებით შემოღობილ იქნეს დამცავი ეკლოვანი მავთულით. საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების საწყობები უნდა იყოს აღჭურვილი სტატიკური მუხტების დაგროვების აღმკვეთი მოწყობილობითა და მეხამრიდები