2. სასაწყობო სათავსოების ფანჯრები და სავენტილაციო ღიობები აღჭურვილი უნდა იქნეს ძლიერი საკეტებით და ლითონის გისოსებით; საიარაღო ოთახი (სამორიგეო) საწყობის სათავსოები მოწყობილი უნდა იქნეს იარაღის შესანახი პირამიდებით, თაროებითა და კარადებით.
3. იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობი და საიარაღო ოთახი ბლოკირებული უნდა იყოს სიგნალიზაციით, რომლის გამართული მუშაობა მოწმდება ყოველდღიურად საწყობის უფროსის მიერ, აგრეთვე ოპერატიული მორიგის მიერ მორიგეობის მიღებისას (ჩაბარებისას). საწყობები ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადღეღამისო შეიარაღებული დაცვით