წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცების  შეიარაღების სამმართველოს    საწყობში  მიღება ხორციელდება უშუალოდ ჩამბარებლის მიერ მოტივირებული მომართვის საფუძველზე (შეიარაღების სამმართველოს უფროსის სახელზე), რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) მომართვა სისხლის სამართლის საქმის ნომრის და ბრალდებულისა და წარმოსადგენი ნივთმტკიცების მითითებით;

ბ) ექსპერტის დასკვნა ბალისტიკური გამოკვლევის შესახებ;

გ) ნომრიან იარაღზე ცნობა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტიდან მითითებული  იარაღის რეგისტრაციისა და ძებნაში არყოფნის შესახებ.