ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის  შეიარაღების სამმართველოს  საწყობში მიღება წარმოებს ჩამბარებლის მომართვის (წერილი ან სამსახურებრივი ბარათი შეიარაღების სამმართველოს უფროსის სახელზე) საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა)  კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენი, განჩინება, დადგენილება) ამ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ;

ბ) ქარხნული ნომრის არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური  დეპარტამენტის ცნობა მითითებული იარაღის ძებნისა და რეგისტრაციის შესახებ;

გ) ექსპერტის დასკვნა ბალისტიკური გამოკვლევის შესახებ;

დ)  პირად საკუთრებაში მყოფ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე - სასამართლო გადაწყვეტილება (განაჩენი, განჩინება, დადგენილება) მესაკუთრისათვის რეგისტრირებული იარაღის კონფისკაციის შესახებ.