1. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან ან მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებიდან ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და ამ უფლებებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია,  სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოსა და პოლიციას, სამართალდარღვევათა პრევენციისა და სამართალდამრღვევთა ვინაობის დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია,  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის მიტოვების თაობაზე.

3. ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებ