1. ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებაზე მონიტორინგს და ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობის ფუნქცია ასევე აკისრია პოლიციას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ზედამხედველობის პროცესში ერთვებიან მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სუბიექტები.

2. სააგენტო რეგულარულად (შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული ვადისა და პირობების დაცვით) აწარმოებს ზედამხედველობას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციის პროცესზე. თუ ზედამხედველობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ბავშვი საჭიროებს ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების (მომსახურების) ცვლილებას, სოციალური მუშაკი გადასინჯავს გეგმას და შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების ახალ გეგმას, რომელიც წარედგინება რეგიონულ საბჭოს.

3. ამ რეფერირების პროცედურების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები, მათ შორის, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, სადაც ბავშვი რეგისტრირებულია ამბულატორიული სერვისის მისაღებად,  გარდა პოლიციისა და საქართველოს პროკურატურისა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან:

ა) სააგენტოსთან შეთანხმებით, თვალყური ადევნონ ბავშვის მდგომარეობას და რეგულარულად მიაწოდონ სააგენტოს სოციალურ მუშაკს წერილობითი ანგარიში ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა.ა) ბავშვის საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას;

ა.ბ) ბავშვის აკადემიურ მოსწრებას;

ა.გ) ბავშვის ქცევებზე ჩანაწერებს;

ა.დ) ბავშვის ჯანმრთელობის, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;

ა.ე) მონაცემებს სხვა აქტივობებში ჩართვის შესახებ;

ბ) მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციას მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის შესახებ, თუ გამოწერილია შემაკავებელი ან დამცავი ორდერები და საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღი ან ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება გახდა მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის მოწმე.

4. ძალადობის შესახებ პოლიციაში შესული ინფორმაციის შესაბამისად, პოლიციელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს და მდგომარეობას მის ოჯახში, თუ ძალადობა ოჯახში განხორციელდ