1. სააგენტოს სოციალური მუშაკი მიდის ბავშვის დროებით განთავსების ადგილზე და ახდენს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას კანონმდებლობითა და შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. ბავშვის შეფასების საფუძველზე სააგენტოს სოციალური მუშაკი შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას.
3. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის დროებით განთავსების ადგილის შესახებ, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში მოძალადისგან განცალკევებული ბავშვის დროებით განთავსების ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე.
4. თუ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა საჭიროება, სააგენტოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვის გადაყვანა მოხდა მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვ.), სოციალური მუშაკი აფორმებს „პოლიციის მიერ შემაკავებელი ან სასამართლოს მიერ დამცავი ორდერის გამოწერისა და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მის მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვ.) გადაყვანის შესახებ“ აქტს (დანართი №3).
6. სააგენტოს მიერ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის ყველა შემთხვევაში შეჩერებულად ითვლება მშობლის/მშობლების უფლებები, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა.
7. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას და ზედამხედველობას უწევს გეგმის განხორციელებას. გარდა ამისა, ბავშვის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს მის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში და რეგისტრაციას პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისის მიმწოდებელთა