1. რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები არიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები (შემდგომში - პოლიცია);

ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

გ) საქართველოს პროკურატურა;

დ) სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი;

ე) საბავშვო ბაღები;

ვ) სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში - მანდატურის სამსახური);

ზ) საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები;

თ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები და თავშესაფრები;

ი) სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები);

კ) მუნიციპალიტეტების გამგეობა/მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა)/მისი უფლებამოსილი დაწესებულება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ფარგლებში.

2. პოლიცია რეფერირების პროცედურების ფარგლებში:

ა) ოპერატიულად რეაგირებს ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე;

ბ) აღკვეთს ბავშვზე ძალადობის ფაქტებს;

გ) სოციალურ მუშაკთან ერთად აღასრულებს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ მშობლ(ებ)ისაგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ისაგან ან სხვა პირ(ებ)ისგან ბავშვ(ებ)ის განცალკევების შესახებ აქტის (დანართი №1) საფუძველზე, ბავშვის განცალკევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას;

დ) გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს მის გადაყვანას  სამედიცინო დაწესებულებაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ;

ვ) სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,  გამოსცემს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

ზ) მეთვალყურეობს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას;

თ) უზრუნველყოფს ბავშვზე ძალადობის ფაქტების თაობაზე სააგენტოს ინფორმირებას;

ი) ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას.

3. სააგენტო რეფერირების პროცედურების ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენას ბავშვთა სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, მინდობით  აღზრდის შემთხვევის შეფასებისა და მართვისას;

ბ) უზრუნველყოფს სხვადასხვა სუბიექტებიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას, გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასებას;

გ) უზრუნველყოფს ბავშვზე ძალადობის შემთხვევის, მათ შორის, სხვა სუბიექტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილი შემთხვევების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მართვას;

დ) ახორციელებს მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის კონსულტირებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვისთვის დაბადების რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, მათ შორის, დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვების/მიღების მიზნით შესაბამისი პროცედურის განხორციელებას;

ვ) გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს მის გადაყვანას  სამედიცინო დაწესებულებაში;

ზ) გადაუდებელ შემთხვევაში, უკიდურესი ზომის სახით, უზრუნველყოფს ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის ან მოძალადისაგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ან/და ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან თავშესაფარში ბავშვის განთავსებასა და ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას;

თ) უზრუნველყოფს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის შეფასების პროცესში ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ინფორმირებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ  ბავშვს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს პირის იდენტიფიკაციას და მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (თუ დგინდება მისი ვინაობა) არ/ვერ ახორციელებს ბავშვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემისთვის აუცილებელ ქმედებებს, სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია,  მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ასეთი ბავშვის მისამართზე რეგისტრაციის ან/და მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით.

5. პროკურორი, თავისი ფუნქციების განხორციელებისას ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რეფერირების პროცედურების ფარგლებში უფლებამოსილია, ადგილზე გააანალიზოს შემთხვევა, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და თავის კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, პოლიციის ინფორმირება ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის თაობაზე.

6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში პენიტენციური დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.

7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში,  სამინისტროს სისტემაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.

8. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში,  სამინისტროს სისტემაში არსებულ  დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.

9. სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რეფერირების პროცედურის ფარგლებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენისას აანალიზებს შემთხვევას და საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირებას ამ დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.

10. საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მანდატურის სამსახური, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, თავშესაფრები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან, სააგენტოსთან თანამშრომლობით აწარმოონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

11. სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები) რეფერირების პროცედურების ფარგლებში:

ა) ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენისას აანალიზებენ შემთხვევას და საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფენ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირებას;

ბ) უზრუნველყოფენ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის სწორ მართვას, რაც გულისხმობს:

ბ.ა) შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებასა და კონფიდენციალურობის დაცვას;

ბ.ბ) შესაბამისი სამედიცინო ტესტების დროულად ჩატარებას;

ბ.გ) ბავშვზე ძალადობის შედეგების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასებას;

ბ.დ) პრევენციული ზომების გატარებას, მათ შორის, მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა/სხვა პასუხისმგებელ პირთა განათლებას/ინფორმირებას ბავშვის განვითარებასა და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე;

ბ.ე) სააგენტოსთან თანამშრომლობით ზედამხედველობის განხორციელებას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე.

12. მუნიციპალიტეტების გამგეობა/მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა) უშუალოდ ან/და უფლებამოსილი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგს და ბავშვზე ძალადობის  ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რეფერირების პროცედურების ფარგლებში უფლებამოსილია (ხოლო, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის/დაწესებულების მათი დებულებით/წესდებით ეს ფუნქცია მის/მათ ვალდებულებად არის განსაზღვრული - ვალდებულია), ადგილზე გააანალიზოს შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.

13. რეფერირების პროცედურების მიზნებისათვის საფუძვლიანი ეჭვი შესაძლებელია წარმოიშვას, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:

ა) ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;

ბ) ბავშვის მიერ ტრავმის მიზეზების ახსნის შეუძლებლობა;

გ) მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;

დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის არაადეკვატური ქცევა, როგორიცაა:

დ.ა) ბავშვის ტრავმის სიმძიმის შეუსაბამობა ტრავმის მიღების შესახებ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის მონათხრობთან;

დ.ბ) ბავშვის ტრავმის სიმძიმის შეუსაბამობა ტრავმის მიღების შესახებ სხვადასხვა პირთა მონათხრობებს შორის;

დ.გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის მონათხრობის დეტალების მუდმივი ცვლილება;

დ.დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის არაადეკვატური რეაგირება ბავშვის ტრავმაზე;

დ.ე) ბავშვის მიერ ტრავმის მიზეზის აუხსნელობა;

ე) სხვა გარემოებები, რომლებიც მაღალი ალბათობით ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ბავშვზე განხორციელდა ძალადობ