რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ფარგლებში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობენ:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში;

გ) საჭიროების შემთხვევაში, კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მყოფი ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენაში;

დ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში.

თავი III

საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად  დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელე