1. მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც ამტკიცებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან ბავშვი არამართლზომიერად იქნა შემოყვანილი ან დაკავებული საქართველოს ტერიტორიაზე, შეუძლია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს.
2. ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც ამტკიცებს, რომ ურთიერთობის უფლებით დაინტერესებული პირი ვერ ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის მიმართ ამ უფლების რეალიზებას, შეუძლია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს.
3. ცენტრალური ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მეურვეობის უფლების მქონე პირმა ან ორგანომ, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მოთხოვნით ურთიერთობის უფლების დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) ინფორმაცია, რომელიც შეეხება განმცხადებლის, ბავშვისა და იმ პირის ვინაობას, ვინც, სავარაუდოდ, ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოიყვანა ან დააკავა ან ხელი შეუშალა მასთან ურთიერთობის უფლების განხორციელებას;
ბ) ბავშვის დაბადების თარიღი;
გ) სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რომლებსაც ემყარება მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა ბავშვის დაბრუნების ან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე;
დ) მეურვეობის ან/და ურთიერთობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) რწმუნებულება/მინდობილობა, თუკი განაცხადის ავტორი არ არის მეურვეობის უფლების მქონე ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირი;
ზ) ინფორმაცია, რომელიც შეეხება ბავშვის ადგილსამყოფელსა და იმ პირის ვინაობას, ვისთანაც ბავშვი იმყოფება;
თ) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ან მხარეთა წერილობითი შეთანხმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) ბავშვის ბოლოდროინდელი ფოტოსურათი ან/და მისი ზუსტი აღწერილობა;
კ) საქმესთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;
ლ) ცენტრალური ორგანოს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა „ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ