1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა და ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ვალდებული პირის მხრიდან ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ტერიტორიული ერთეული გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც შესაბამისი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
4. ვალდებული მხარის მიერ ჯარიმის გადახდა არ იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეწყვეტას.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812 მუხლის შესაბამისა