კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოსგან ან/და მეურვეობის უფლების მქონე პირისგან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე ცენტრალური ორგანო ატყობინებს:

ა) პოლიციას, რათა უზრუნველყონ ვალდებული მხარის მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილება  სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

ბ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს − საკონსულო დეპარტამენტს (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საკონსულო დაწესებულებებსა (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა უზრუნველყონ ვალდებული მხარის მიერ ბავშვისათვის საზღვრის გადაკვეთისათვის პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის აღკვეთა ან გაცემულის მოქმედების შეჩერება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე პირადობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება თურქეთსა და საქართველოს, უკრაინასა და საქართველოს  შორის არსებული შეთანხმებებიდან გამომდინარე (პირადობის ელექტრონული მოწმობით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ) საზღვრის კვეთის მიზნებისათვის. შეჩერების ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს  ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ