1. ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ვალდებული მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი მიმართავს პოლიციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში.

2. იძულებითი აღსრულების პროცედურის ფორმა და მიმდინარეობა მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

3. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურაში მონაწილეობა შეიძლება, მიიღონ მხარეებმა, მხარეების წარმომადგენლებმა და სააგენტოს იურისტმა.

4. იძულებითი აღსრულების პროცედურაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მონაწილეობა შეიძლება მიიღოს სოციალურმა მუშაკმა, ფსიქოლოგმა, თარჯიმანმა ან/და მედიატორმა.

5. ბავშვის ადგილსამყოფლის დაზუსტების შემდეგ, იძულებითი აღსრულების პროცედურის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, სააგენტოს თანამშრომელი აფასებს ბავშვის მდგომარეობას, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელთან ერთად განსაზღვრავს დროსა და ადგილს, სადაც განხორციელდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურა და ბავშვი გადაეცემა აღსრულებით დაინტერესებულ პირს.

6. სააგენტოს თანამშრომელი უშუალოდ ან ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, იძულებითი აღსრულების დროისა და ადგილის შესახებ ატყობინებს აღსრულებით დაინტერესებულ პირსა და პროცესში ჩართულ სხვა პირებს.

7. იძულებითი აღსრულების პროცესის დროს პოლიციამ ყველა ღონისძიებას უნდა მიმართოს, რომ თავიდან აიცილოს მხარის დაუმორჩილებლობა და კონფლიქტი.

8. თუ ვერ ხერხდება იმ შენობაში შეღწევა, სადაც ბავშვი იმყოფება, პოლიცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიება შენობაში შესასვლელად.

9. იძულებითი აღსრულების პროცესში სააგენტოს თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია მოუწოდებს მხარეს, დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია,  იმოქმედოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

10. თუ ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურას არ ესწრება აღსრულებით დაინტერესებული მხარე ან/და მისი წარმომადგენელი, ბავშვს სახელმწიფო ზრუნვის ფორმაში დროებით განათავსებს სააგენტოს თანამშრომელი.

11. თუ ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესს არ ესწრება აღსრულებით დაინტერესებული პირი ან/და მისი წარმომადგენელი, სააგენტო უზრუნველყოფს ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას ბავშვის შემჭიდროებულ ვადებში დაბრუნებას. ამ შემთხვევაში, დანიშნულების ადგილას ჩასვლამდე ბავშვს თან ახლავს ტერიტორიული ერთეულის თანამშრომელ