1. სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც არ აღსრულდა გადაწყვეტილება, უბრუნდება აღსრულებით დაინტერესებულ მხარეს:

ა) მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ ვალდებული მხარე არ ცხოვრობს დაინტერესებული მხარის მიერ მითითებულ  მისამართზე ან თუ მასთან არ იმყოფება ბავშვი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებული პირი ან/და ბავშვი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით.

2. სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების