1. სააღსრულებო მოქმედებათა შეწყვეტის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შეწყვეტის შესახებ, თუ ბავშვი, რომელმაც მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობას (ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა), რომ მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება, უარს ამბობს დაბრუნებაზე. უარის ნამდვილობა უნდა დასტურდებოდეს ფსიქოლოგის შესაბამისი დასკვნით.

2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურებისა.

3. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულებით დაინტერესებული პირი აღსრულების მოთხოვნით ხელახლა მიმართავს სააგენტო