1. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მათ შორის, უქმე ან დასვენების დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

2. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. ვალდებული პირისა და აღსრულებით დაინტერესებული პირის უშუალო მონაწილეობა იძულებითი აღსრულების პროცესში სავალდებულო არ არის.

4. იძულებითი აღსრულების პროცესს შესაძლებელია,  ესწრებოდეს/ესწრებოდნენ მოწმე/მოწმეებ