1. ცენტრალური ორგანო ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა იმ პირთან დასაკავშირებლად, რომელმაც, მეურვეობის უფლების მქონე ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის ცნობით, ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოიყვანა, დააკავა ან ხელი შეუშალა ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელებას.
2. ცენტრალური ორგანო ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ბავშვის ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველსაყოფად მის ჩვეულ საცხოვრებელ ქვეყანაში ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად.
3. ცენტრალური ორგანო მოუწოდებს მხარეებს, სურვილის შემთხვევაში მიმართონ მედიატორს, ხოლო სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ – სასამართლო მედიატორს.
4. ბავშვს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მისი ასაკისა და მოწიფულობის (მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის) შესაბამისად უნდა იქნეს გათვალისწინებული საქმის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების ეტაპებზ