1. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ფარგლებში პოლიცია მონაწილეობს:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში;

გ) კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში.

2. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოდან საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების ან დაკავების შემთხვევაში ბავშვის დაბრუნების მიზნებისათვის, პოლიცია:

ა) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ამოწმებს საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვისა  და იმ პირის  მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტს, რომელსაც არამართლზომიერად ჰყავს გადაადგილებული, შემოყვანილი ან დაკავებული ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე და აღნიშნულის შესახებ აწვდის ინფორმაციას ცენტრალურ ორგანოს;

ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის ან სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანების საფუძველზე, ადგენს არასრულწლოვნის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;

გ) სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანების ან ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს ცენტრალური ორგანოს მიერ საქმისწარმოების დაწყებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში არამართლზომიერად გადაადგილებული/ დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში;

ე) ახორციელებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიებებს.

3. კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნებისათვის პოლიცია:

ა) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ამოწმებს ბავშვის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს და აღნიშნულის შესახებ აწვდის ინფორმაციას ცენტრალურ ორგანოს;

ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ადგენს ბავშვის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიებებ