რეფერირების პროცედურების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, წინამდებარე რეფერირების პროცედურები და სხვა სამართლებრივი აქტები.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 25.11.2021
მუხლი 2. რეფერირების პროცედურების სამართლებრივი საფუძვლები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტები
- მუხლი 3. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 2. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ძირითადი პრინციპები
- მუხლი 10. სამინისტროს მონაწილეობა რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში
- მუხლი 5. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა
- მუხლი 16. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1
- მუხლი 2
- მუხლი 3
- მუხლი 6
- მუხლი 1. მიზნები და რეგულირების სფერო
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა
- მუხლი 5. რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი
- მუხლი 6. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
- მუხლი 7. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის/გამოძახების ადგილზე შეფასება
- მუხლი 8. ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2021. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 14/09/2016.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 2, №437, 12.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 080080050.10.003.019502 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3394478/muxli-2-2/