1. არასრულწლოვანთა ცენტრის მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფა.

2. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციებია:

ა) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებული რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვა და გამოყენების უზრუნველყოფა;

გ) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია;

ე) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, უწყებათაშორისი კოორდინაცია;

ვ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

3. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თავისი მიზნისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია:

ა) მოახდინოს რთული ქცევის მოზარდების იდენტიფიცირება;

ბ) მოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს რთული ქცევის მოზარდების შესახებ საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი პირისგან;

გ) შეაფასოს არასრულწლოვნის მდგომარეობა, ინდივიდუალური საჭიროებები, ფსიქო-სოციალური და სხვა ფაქტორები;

დ) უზრუნველყოს არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში გადამისამართება ან/და სერვისების მიწოდება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში/პროგრამებში გადამისამართება/ჩართვა და ხელი შეუწყოს ასეთი სერვისების/პროგრამების განვითარებას;

ვ) არასრულწლოვნისა და მისი ოჯახისათვის მიწოდებული სერვისებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით განახორციელოს სერვისის მიმწოდებელი პირების, საჯარო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მონიტორინგი;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა;

თ) გააფორმოს არასრულწლოვანთა რეფერირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულებები;

ი) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;

კ) განახორციელოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნებისათვის სათანადო ღონისძიებები და აქტივობები, აგრეთვე, შექმნას, განავითაროს და განახორციელოს შესაბამისი სერვისები/პროგრამები;

ლ) განახორციელოს შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომი მონიტორინგი;

მ) უზრუნველყოს არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე, რეფერირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ პრინციპებს, მათ შორის, შემდეგ პრინციპებს: კონფიდენციალურობა, სტიგმატიზაციის დაუშვებლობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პროპორციულობა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა, ინდივიდუალური მიდგომა.

5. სააგენტოს უფროსი ან/და კურატორი მოადგილე უფლებამოსილია შეამოწმოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა, შეაჩეროს ან გააუქმოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

6. დაუშვებელია არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავით გათვალისწინებულ არასრულწლოვანთა რეფერირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.

7. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი“ და სხვა რეკვიზიტებ