1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი;
ბ) სააგენტოს შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
გ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
დ) სააგენტოში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
ე) სააგენტოში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
ზ) სააგენტოში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
თ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
ი) სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე მოსამსახურეთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
კ) სხვა საქმიანობა, რომლებიც გამომდინარეობს სააგენტოს მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსის მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე.
3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სააგენტოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებულ მონაცემთა ბაზებზე და დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობ