1. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოში საქმისწარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება;

ბ) სააგენტოში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

გ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა/განახლება;

დ) სააგენტოს დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;

ე) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილი წესით შესაბამისობაში მოყვანისა და სააგენტოს არქივში შენახვის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა, მიღება და დამუშავება;

ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

თ) დაარქივებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით, სააგენტოში შემოსული განცხადებებისა და წერილების დამუშავება და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ი) პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის, მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისთვის და სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ადგილებისა და დამსაქმებლის მოძიებაში;

კ) სააგენტოს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება/სრულყოფა;

ლ) სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მართვის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისთვის;

მ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოში მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზება;

ო) სააგენტოს საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობისა და მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე) უზრუნველყოფა;

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით: „სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი