1. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.
2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისგან პერიოდულად ითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასა და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას სააგენტოს მიერ განსახორციელებელი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) ასრულებს სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციე