1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინირება;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
გ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;
დ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება; სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის განთავსება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის დავალებების შესრულება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროს