1. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდებულთა და არასრულწლოვან ბრალდებულთა ინდივიდუალური შეფასების ხარისხზე ზედამხედველობა;

ბ) პრობაციის ბიუროებში ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება-ადაპტირება, განხორციელება და მართვა;

გ) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, ფსიქო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგრეთვე, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ან/და მათ განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზება;

ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, სპეციალისტებისთვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება; სამუშაო ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის განახლება და შემუშავება; მონაცემთა შეგროვებისა და მიწოდების ფორმატის განსაზღვრა, მიწოდებული ანგარიშის დამუშავება და ანალიზი, სააგენტოს მასშტაბით სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დატვირთვის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ინიციირება;

თ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა;

ი) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის: პროფესიული ზედამხედველობის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, ზედამხედველობის ინსტრუმენტების შემუშავება და დახვეწა, რისკის და საჭიროებების შეფასების/ინდივიდუალური შეფასების ანგარიშების ხარისხის მონიტორინგი, შემთხვევის მართვის პროცესის ზედამხედველობა და მისი უწყვეტობისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა, სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების/განხორციელების სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი, სპეციალისტების პროფესიული გადაწვის პრევენციისა და დაძლევის მხარდაჭერა, სპეციალისტებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის შეხვედრების განხორციელება და სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება;

კ) პირობითი მსჯავრდებულისთვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაცია და არსებული სერვისების შესახებ მათი ინფორმირება, სააგენტოსადმი მიმართვიანობის გაზრდა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით;

მ) ყოფილი პატიმრების მიმართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილება, ბენეფიციარების შეფასება, მათი საჭიროებების გამოკვეთა და პროცესის მონიტორინგი;

ნ) ყოფილი პატიმრების (ბენეფიციარების) ან/და მათი ოჯახის წევრებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდება;

ო) ყოფილი პატიმრებისთვის ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება, ადაპტირება, განხორციელება და მართვა;

პ) ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ჟ) ამ პუნქტის „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;

რ) ამ პუნქტის „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა/განვითარება, პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო;

ბ) ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო.

3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„კ“ ქვეპუნქტებითა და „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.

4. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“–„რ“ ქვეპუნქტებითა და „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება