1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:
ა) დადგენილი წესით სასჯელის მოხდა;
ბ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;
გ) დასაქმება;
დ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღება;
ე) პროფესიული მომზადება;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ზ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
თ) მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება მისთვის დანიშნული სასჯელის სახის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და დაწესებულება უზრუნველყოფენ სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.
5. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ