1. მსჯავრდებულს უფლება აქვს დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, დაწესებულების ხელშეწყობით, ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას.
2. მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესით“.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:
ა) ხატწერა/ხატის შექმნა;
ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;
გ) ხატვა;
დ) ქარგვა;
ე) კერვა;
ვ) ქსოვა;
ზ) ტყავის დამუშავება;
თ) გობელინის დამზადება;
ი) თექაზე, სამკაულებზე, ბისერებზე, მინანქარსა და თიხის ნაკეთობებზე მუშაობა;
კ) ქვისა და ხის მხატვრული დამუშავება;
ლ) დურგლობა;
მ) პურის გულზე, პლასტილინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.
რესოციალიზაცია და რეაბილიტაც