1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამას ორგანიზებას უწევს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
2. სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან.
3. დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობის დროს.
4. მსჯავრდებული მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამაში მისი თანხმობით მონაწილეობს.
5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.
6. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზებისთვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში მოიწვევიან სათანადო სპეციალისტები.
მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწე