1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.

2. სამინისტროსა და სამსახურის მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან:

ა) მინისტრის, სამსახურის გენერალური დირექტორის, სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვით;

ბ) მინისტრის, სამსახურის გენერალური დირექტორის, სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.

3. ნებისმიერი პირი, გარდა სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე.

4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.

5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმებას/დათვალიერებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დაწესებულებაში შემსვლელი პირების შემოწმებას/დათვალიერებას ახორციელებს №11 განყოფილების უფლებამოსილ მოსამსახურეთაგან შემდგარი ჯგუფი (შემდგომ − ჯგუფი).

7. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციისთვის განკუთვნილი სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების შესახებ მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

11. დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს მსჯავრდებულის ფოტო-ვიდეოგადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

12. დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

13. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დაწესებულებაში განახორციელოს მსჯავრდებულთა ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების ფოტოგადაღება მხოლოდ მსჯავრდებულთა წერილობითი თანხმობით.

14. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გასეირნების ადგილების, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტების, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრების ოთახების ფოტოგადაღება.

15. დაწესებულების მოსამსახურე უფლებამოსილია ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ პირს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.

16. საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, სადაც პენიტენციური კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. სპეციალურ ოთახში მაგიდა და სკამი უნდა იყოს მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღის დახმარების გარეშე შეუძლებელია. სპეციალურად გამოყოფილ ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.

18. სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაწესებულების ტერიტორიაზე გარკვეული მიზნით მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების (გარდა სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა) ქცევის წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანები