1. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე საზოგადოებრივი მისაღებიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით გაატარებს:
ა) სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;
ბ) გამომძიებლებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;
გ) პაემანზე მისულ პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს დაწესებულების მოსამსახურის თანხლებით, თუ მათ აქვთ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე ამ დებულების 67-ე მუხლის საფუძველზე გაცემული საშვი;
დ) სხვა პირებს, რომლებიც თავიანთი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) გამოჰკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი. თუ პირს იარაღი აქვს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე მოახსენებს უშუალო უფროსს, მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება სათანადო ჟურნალში (დანართი №14);
დ) სთავაზობს პირს დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები; გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს. თუ სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეს გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, იგი საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით;
ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს მოსამსახურე.
3. პირს, რომელიც შედის დაწესებულებაში, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ართმევს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შემსვლელ პირს, აგრეთვე პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გარკვევამდე.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გამსვლელ პირს განზრახული აქვს დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთი ან დაწესებულებიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს, რომ მას დაწესებულებაში შესვლის ან დაწესებულებიდან გასვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად იმ გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ, რის თაობაზეც დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
5. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისთვის აკრძალულია ამ დებულების №4 დანართით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების შეტანა.
6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს ვინ, როდის და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და ასახავს შემოწმების შედეგებს.
7. დაწესებულებაში და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში სტუმრები შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურეთა თანხლებით.
8. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს №11 განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირ