1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისთვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება;
ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;
გ) მსჯავრდებულის განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;
დ) ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება;
ე) მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადება;
ვ) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.
2. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისა