1. დაწესებულებაში მსჯავრდებულს უნდა შეექმნას პირობები პროფესიული განათლების მისაღებად.
2. მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც დაწესებულებაშია შესაძლებელი.
3. დაწესებულებაში მსჯავრდებულსთვის პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები, რაც ხელს შეუწყობს დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას.
4. მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანები