1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები მსჯავრდებულის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მისაღებად.
2. მსჯავრდებულისთვის ზოგადი განათლების მიცემის და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე მსჯავრდებულისთვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს.
3. დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
4. დაწესებულება ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე.
5. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად.
6. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულს ექსტერნატის ფორმით, აგრეთვე ერთიან ეროვნულ გამოცდაში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას.
7. მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირებ