1. დაწესებულებაში, მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, გარდა პენიტენციური კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულებაში მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ვიზიტის შესახებ. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას მომდევნო სამუშაო დღეს აწვდის სამსახურის გენერალურ დირექტორს.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პენიტენციური კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისთვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესულ პირებზ