1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის:

ა.ა) ნომენკლატურის ფარგლებში, მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაყვანის, წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; სააგენტოში მოსამსახურეთა მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; წინადადებების შემუშავება მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე, სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ცალკეულ მოსამსახურეთათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და მოსამსახურეთათვის გადაცემა;

ა.ბ) მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერილობისა და მისი ფორმის შემუშავება;

ა.გ) სააგენტოს სისტემაში კონკურსის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება;

ა.დ) დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღება;

ა.ე) მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა;

ა.ვ) მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზება;

ა.ზ) მოსამსახურეთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ა.თ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა;

ა.ი) პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (გარდა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ნაკლებად რთული საქმეებისა);

გ) სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეფასება;

ე) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების, მემორანდუმების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

ვ) სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობისა და სხდომების უზრუნველყოფა; კომისიის გადაწყვეტილებების შედგენა;

ზ) სააგენტოს სახელით გამოსაცემი სახელმძღვანელო ან სარეკომენდაციო შინაარსის მქონე სამართლებრივი აქტების პროექტებისა და შესაბამისი მასალების მომზადება;

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ი) სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებ