1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვისა და პატივისცემის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.
2. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით – ბავშვის უფლებები და მისი საუკეთესო ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭების პრინციპი, უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად მისი რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
3. მსჯავრდებულები და სააგენტოს სხვა ბენეფიციარები, ამ დებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნიშნებით განსხვავებულობის მიუხედავად, თანაბრად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობ