სააგენტო უფლებამოსილია:
ა) ორგანიზება გაუწიოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას;
ბ) ორგანიზება გაუწიოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII9 თავის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების პროცესს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით;
გ) შეიმუშაოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები;
დ) შეიმუშაოს სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები;
ე) ორგანიზება გაუწიოს სააგენტოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას;
ვ) შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროგრამები;
ზ) გაუწიოს კოორდინირება და ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამების განხორციელებას;
თ) შეიმუშაოს აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, სისხლის სამართლის მედიაციის, პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა;
ი) განახორციელოს პრობაციის ბიუროს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის რევიზია და კონტროლი;
კ) პრობაციის ბიუროებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;
ლ) განიხილოს სააგენტოს მოსამსახურეთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები;
მ) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი;
ნ) დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საჯარო დაწესებულებებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ, ორგანიზაციებთან;
ო) დადოს ხელშეკრულებები და მემორანდუმები ორგანიზაციებთან, სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან;
პ) საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ და მესამე პირად;
ჟ) განახორციელოს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართ